20:32 / 03-ოქტომბერი-2023 / თბილისი, საქართველო
დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას. დეტალურად
დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას. საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი. საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თარიღი 12 იანვარი 2023 17:11:05
თარიღი 12 იანვარი 2023 10:58:23
თარიღი 06 დეკემბერი 2022 19:20:16
თარიღი 17 თებერვალი 2022 20:42:57
თარიღი 16 თებერვალი 2022 13:07:45
თარიღი 15 იანვარი 2021 15:42:48
თარიღი 15 იანვარი 2021 11:47:52
თარიღი 12 იანვარი 2021 18:04:55
თარიღი 11 იანვარი 2021 19:54:05
თარიღი 07 თებერვალი 2020 17:46:53
თარიღი 06 თებერვალი 2020 18:01:01
მთავარი პროკურორობის კანდიდატების წარდგენა
18.11.201519 ნოემბერს, 11:00 საათზე, თეა წულუკიანი საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებს წარუდგენს. 13:00 საათზე გაიმართება მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევნები. მისამართი:&n
19 ნოემბერს 13. 00სთ-ზე საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს შეარჩევს.მისამართი: ვახტანგ გორგასლის 24ა (იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა).
საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა
28.10.20152 ნოემბერს 11 საათზე იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.მისამართი: ვახტანგ გორგასლის 24ა (იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა).