17:15 / 09-დეკემბერი-2024 / თბილისი, საქართველო
დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას. საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი. საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
საპროკურორო საბჭო
საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად ,,პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება საპროკურორო საბჭო, რომელიც შედგება ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისაგან. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს 2 წლის ვადით ირჩევს საპროკურორო საბჭო.“
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საპროკურორო საბჭო შედგება 15 წევრისაგან:
საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი და აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე უწყდება საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება. ერთი და იგივე პირი საპროკურორო საბჭოს წევრად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ. საპროკურორო საბჭოს წევრები მოქმედებენ პირადი პასუხისმგებლობით და ანგარიშვალდებული არ არიან მათი ამრჩევი ორგანოს წინაშე. აკრძალულია მათზე ზეგავლენის მოხდენა. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.
საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებებია:
საპროკურორო საბჭო არ ერევა პროკურატურის თანამშრომელთა საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილებათა განხორციელებაში. საპროკურორო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და დებულებით, რომელსაც საპროკურორო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს საპროკურორო საბჭო.