01:44 / 15-ოქტომბერი-2024 / თბილისი, საქართველო

საპროკურორო საბჭო

დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში იღებს მონაწილეობას.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრთა უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ. საბჭოში, ასევე, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

  1. ირაკლი შოთაძე - წარმდგენები: არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“; ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი“;
 
  1. პაატა შავაძე - წარმდგენები: საადვოკატო კომპანია „საქართველოს ადვოკატთა გაერთიანება“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაციები („საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“; მოძრაობა „თავისუფალი მოქალაქე“ და სხვ.);საერთაშორისო სამართლისკონსტიტუციური უფლებების დაცვის საზოგადოება; საქართველოს ადამიანთა და პატიმართა უფლებების დაცვის საზოგადოება
 
  1. ლენა კაპანაძე - წარმდგენები: საქართველოს ოფიცერთა კავშირი; საქართველოს მთიანეთის ნებაყოფლობითი საქველმოქმედო ასოციაცია;
 
  1. ლაშა გოლუბიანი - წარმდგენები: არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი შენი უფლებები“; ახალგაზრდული მოძრაობა „თავისუფალი თაობა“; კავშირი „ადამიანის უფლებები და მოვალეობები“; „სახალხო კონტროლის სამართალი“; ავღანეთის ომის ვეტერანთა საქართველოს კავშირი; „მომავლის ნათება“; საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო მშვიდობისათვის“; „რეგიონული განვითარება − სიცოცხლის თაობა“; საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესი;
 
  1. კოტე ჭილაია მოქალაქემ თავად წარადგინა საკუთარი თავი.

     
      6.  ვლადიმერ გაბრიჩიძე -  წარმდგენები: ქუთაისის უნივერსიტეტი


     7.  ნანა რევაზიშვილი - წარმდგენები: "ქალთა თანადგომა"მედიაკავშირ ობიექტივის ტელე და რადიო წამყვანი მაყვალა ბერიანიძე ; პროფესორები


     8. კახი კახიშვილი - წარმდგენები: საქართველოს კონსტიტუციური სამართლიანობის ლიგა 
        კანდიდატმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა